პროექტის სახელწოდება _ ,,წესია მონადირისა’’
პროექტის მთავარი იდეა _ ვაჟა ფშაველას ,,სტუმარ მასპინძლის’
შესწავლის შემდეგ მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი უფრო ახლოს გაცნობოდნენ ფშავის ტრადიციებს.
პროექტის აქტუალობა _ ქართული ტრადიციების მიმართ ინტერესის
გაზრდა.
პროექტის მიზანები _ კვლევითი უნარ–ჩვევების განვითარება,
სასწავლო პროექტის აუდიტორიის წინაშე წარდგინება ისტ-ის გამოყენებით.
მონაწილეთა ასაკი _ 15–16 წელი.
ვადები|ხანგრძლივობა _ ერთი კვირა.
მოსალოდნელი შედეგიბი|პროექტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ელექტრონული პრეზენტაცია, კედლის გაზეთი.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი,
ფოტოაპარატი, ენციკლობედია.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
საფეხური
1. თემის შერჩევა
ტრადიციები: ქორწინების, სტუმარ–მასპინძლობის,
ხელის მოკვეთის, ხატობის, ნადირობის . . .
საფეხური
2. კვლევის გეგმის ჩამოყალიბება
2. ნადირობის ეპიზოდების მოძიება ქართულ ლიტერატურაში (,,ბალადა
ვეფხვისა და მოყმის შესახებ,“ „ვეფხვისტყაოსანი,“ მირიანის ნადირობა, ფარნავაზის ნადირობა, ფინეზის
ნადირობა, (ს. ს. ორბელიანი ,,სიბრძნე სიცრუისა’’) კ. გამსახურდია ,,დიდოსტატის მარჯვენა’’
4. ოზურგეთის მონადირეთა კავშირიდან მასალების შეგროვება
ნადირობის შესახებ
საფეხური
3. ინფორმაციის მოძიება და ანალიზი
მოსწავლეებმა მოძიებული მასალები (ინტერნეტი, ენციკლობედია,
ლიტერატურული პარალელები, ინტერვიუ, ფოტო მასალები) დაახარისხეს და გაუკეთეს კომენტარები მოემზადნენ პრეზენტაციისთვის.
საფეხური
4. კვლევითი პროექტის ანგარიშის შემუშავება
საგანთან |საგნობრივ ჯგუფთან| ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
ქართ.X.3. აუდიტორიის წინაშემოხსენებითგამოსვლისას
მოსწავლე იყენებს ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელ ხერხებს.
ქართ.
X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით
გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების
გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამყარებს კონტაქტს მსმენელებთან (იყენებს რიტორიკულ შეკითხვებს, მიმართვას, ერთობლივი
მოქმედების ამსახველ განმაზოგადებელ ფორმებს. მაგ., „ჩვენი მიზანია...“, „მივაქციოთ
ყურადღება...“, „როგორც ვიცით...“ და სხვ.);
·
უიოლებს აუდიტორიას ინფორმაციის აღქმას (სპეციალურად გამოყოფს ინფორმაციის ნაწილებს;
იმეორებს; მოჰყავს მაგალითები; მკვეთრად აღნიშნავს ერთი თემიდან მეორეზე გადასვლას.
მაგ., „უპირველეს ყოვლისა...“, „შემდეგ...“, „დაბოლოს...“, „მოვიყვან მხოლოდ ერთ მაგალითს...“,
„მივაქციოთ ყურადღება...“, „ვიმეორებ...“, „ახლა განვიხილოთ...“, „გადავიდეთ მომდევნო
საკითხზე“ და სხვ.);
·
მიიპყრობს მსმენელის ყურადღებას (გამოყოფს მოხსენების საინტერესო ნაწილს სპეციალური
ლექსიკის, ჩანართების, რიტორიკული შეკითხვების, შეძახილების საშუალებით, მაგ.: „აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის“, „ეს ხომ ძალიან
იოლია“, „რა არის აქ არაჩვეულებრივი?!“ „ევრიკა!“ და სხვ.);
·
გამოყოფს მთავარს, არსებითს (იყენებს მიზეზ-შედეგობრივ კონსტრუქციებს; მსმენელისადმი პირდაპირ მიმართვას, მაგ., „შესაბამისად...“, „შევაჯამოთ“, „შეიძლება დავასკვნათ...“,
„მიაქციეთ ყურადღება“ და სხვ.);
·
გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ინფორმაციის შინაარსისადმი (თხრობისას იყენებს
პირველ პირს, დამოკიდებულების გამომხატველ ჩანართებს. მაგ., „მინდა გიამბოთ...“, „ჩემი
აზრით...“, „მთლიანად ვიზიარებ აზრს...“, „აქედან გამომდინარე, მიმაჩნია...“ და სხვ.).
ქართ.
X. 5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად
გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს (მხედველობით კონტაქტს,
ხმის აწევ-დაწევას, საუბრის ტემპის შეცვლას, ჟესტიკულაციას) და შესაბამისად იყენებს
მათ ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად;
·
ამოიცნობს მსმენელის რეაქციას და იყენებს საპასუხო სტრატეგიებს, როგორებიცაა აზრის
პერიფრაზირება სიცხადისათვის ან მომზადებული ტექსტიდან გადახვევა აზრის უკეთ განმარტებისათვის;
·
ამზადებს ტექსტს და ვიზუალურ მასალას აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე, გადის რეპეტიციას;
·
აანალიზებს ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყო წარმატებას ან გამოიწვია წარუმატებლობა
ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად სახავს ხარვეზების გამოსწორების გეგმას.
პროექტის ხელმძღვანელი ელისაბედ გოგიბერიძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა elisabedgogiberidze@gmait.com